среда, 18 июля 2018 г.

დღე-9

  რეფლექსია  9

        დღევანდელ დღეს დავასრულე კორექტირება სასწავლო პროექტის გეგმის, გადავიტანე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის ფასილიტაციის ნიმუში სასწავლო პროექტის  დამხმარე ფაილში. კიდევ ერთხელ გავიხსენე და შევიტანე სასწავლო გეგმაში საჭირო  რესურსები.
       უნდა ვაღიარო ,რომ  პირველ ტრენინგზე ძალიან ბურუსით   იყო მოცული  საკითხები ,  მაგრამ  თანდათან გაიფანტა ნისლი და გამოჩნდა  ნათელი ჩვენი  ტრენერის უანგარო დახმარებით.

понедельник, 16 июля 2018 г.

დღე 8

                                                     რეფლექსია  8
       მოცემული  მოდული  დამეხმარა  როგორ  გამოვიყენო  ფასილიტაცია  ტექნოლოგიებით, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო  პრაქტიკის  გასაუმჯობესებლად. გადავხედე სასწავლო პორტფოლიოსთვის  შექმნილ  მასალებს.მექნება შესაძლებლობა ცვლილებები შევიტანო  მასში. გადავიტანე  დისკზე  ჩემს  საქაღალდეში შეფასების  რუბრიკები,მოსწავლის  ნიმუშები, სასწავლო პროექტის  გეგმა, კურსის რესურსები.

среда, 11 июля 2018 г.

დღე 7

                                                                         რეფლექსია  7
     დღევანდელ დღეს  გავეცანი სწავლის სხვადასხვა სტილს და გავიაზრე კიდევ ერთხელ,რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და საჭიროა სწავლის პროცესის  დიფერენცირება.განვიხილეთ გარდნერ-ბლუმის თეორია სხვადასხვა ინტელექტის
მქონე მოსწავლეებთან მუშაობისა. შევადგინე  სასწავლო პროექტის ფარგლებში
გარდნერ-ბლუმის ცხრილი.გადმოვიტანე ბლოგზე პროექტის გეგმის სქემა და გავიხსენე
ბლოგზე მუშაობის ზოგიერთი ასპექტი. (ფონის შეცვლა,ახალი ფურცლის დამატება,ონლაინ რეჟიმში მუშაობა...)

понедельник, 9 июля 2018 г.

დღე 6

                                                            რეფლექსია  6
     
       დღევანდელ დღეს  განვიხილე შეფასების რუბრიკების სხვადასხვა ვარიანტები და ნაწილობრივ შევავსე ჩემი სასწავლო პროექტისათვის საჭირო რუბრიკები.ეს გამომადგება არა მარტო მთლიანი პროექტის შეფასებაში , არამედ მისი თითოეული ეტაპის შეფასებაში.მოსწავლეები როცა მიიღებენ შეფასების რუბრიკების შექმნაში მონაწილეობას,ეს განუვითარებთ მათ პასუხისმგებლობის აღების უნარს,თვითკონტროლის უნარს და სხვა...
        ნებისმიერი საკლასო აქტივობა ბოლოს ფასდება შეფასებით და ამიტომ მოსწავლეთათვის ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების სქემის  გაცნობა და მის შედგენაში მონაწილეობა.

пятница, 6 июля 2018 г.

დღე 5

                                               რეფლექსია  5
 
  დღევანდელი დღე დამეხმარა რამდენიმე თვალსაზრისით--მოვირგე მოსწავლის როლი,
ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის ფასილიტაციის ნიმუშში.დავინახე რამდენად რთულია მოსწავლეს  მისცე დავალება,რომელიც მისთვის ცოტა გაუგებარია,
მოტივაცია უქრება,მაგრამ უნდა შეეჩვიოს,რომ არავინ დაეხმარება და საკუთარ თავთან თვითონ უნდა იმუშაოს.გავიხსენე მუშაობა POWER POINT-ში.

среда, 4 июля 2018 г.

დრე 4

                                             რეფლექსია  4

   დღეს განვიხილეთ   პროექტის ფარგლებში შეფასების გეგმა და სტრატეგიები.
 დავწერე პროექტის მსვლელობის გარკვეულ ეტაპებზე -დასაწყისში,მსვლელობისას და დასრულების  შემდეგ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.დავწერე შეფასების მოკლე მონახაზი. ვისწავლე, უფრო სწორად გავიხსენე  ფაილის დრაივზე ატვირთვა .
დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო იმდენად, რამდენადაც ყველაფერი ბოლოს შეფასებაზე მიდის.

понедельник, 2 июля 2018 г.

დღე 3

                                                       რეფლექსია 3
                დღეს მნიშვნელოვანი სატრენინგო დღე იყო:გავეცანი  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს,ვიმუშავე  ტექსტურ რედაქტორში,გავეცანი  ეროვნული სასწავლო გეგმიდან ჩემთვის საჭირო სტანდარტის გადმოტანას პროექტის საფუძვლებში,დავსვით ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. კითხვათა კატეგორიებზე მეტი დაფიქრება დამჭირდა. თანდათან ვეჩვევი  ამ კატეგორიის ტრენინგს,თუმცა ადრე გავლილ ტრენინგებთან შედარებით ძალიან მაღალი დონისაა.(რთულია)